გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს სკანდინავიის ქვეყნებში გაეცნენ

13-06-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში პრეზენტაციები გამართა.


კოპენჰაგენში, ოსლოსა და სტოკჰოლმში ღონისძიებები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან თანამშრომლობით შედგა.  


პრეზენტაციებზე წარდგენილი იყოსაკონვენციო ბიუროს წევრი 15 ორგანიზაცია. ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საქმიანი ტურისტულ პოტენციალს სკანდინავიის ქვეყნების წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრები გაიმართა  B2B ფორმატში, სკანდინავიური კომპანიები საქართველოში საქმიანი ტურიზმის ინფრასტრუქტურით დაინტერესდნენ. დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გამართული პრეზენტაციების მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება სკანდინავიის ქვეყნებში და მსხვილი კონფერენციების, კონგრესებისა და ღონისძიებების მოზიდვა საქართველოში.