13-06-2023
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 360.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.9 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 500.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 18.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 859.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მაისში 3 359.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.