გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ანდრია გვიდიანი: ვხედავთ, რომ გარე და შიდა ძალების კოორდინირებული მოქმედების მიზანია ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს და საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა

13-06-2023

ყველა ვხედავთ, რომ არის გარე და შიდა ძალების კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს, ვითარება აირიოს და საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა. ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებიც ამ კოორდინაციასთან პირდაპირ კავშირშია, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.


ექსპერტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება არგუმენტების გარეშე გამოაქვეყნა. გვიდიანი მიიჩნევს, რომ სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ხელოვნურად შემცირება NDI-ის და IRI-ის სოციოლოგიურ კვლევებს ჰგავს, რომლებიც მანიპულირების გზით, ნეგატიური მოლოდინების შექმნას ისახავს მიზნად.


„საინტერესოა, რომ უკვე მესამე წელია საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელოვნურად ამცირებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. 2021 წლისთვის მათ 3.5 პროცენტი იწინასწარმეტყველეს, თუმცა, საქართველოს ეკონომიკა 10.5 პროცენტით გაიზარდა, 2022 წელს იწინასწარმეტყველეს 3.2 პროცენტი, ეკონომიკა კი 10.1 პროცენტით გაიზარდა. სავალუტო ფონდის წლევანდელი პროგნოზი 4 პროცენტია, თუმცა, იანვარ-აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.3 პროცენტით გაიზარდა. ეს ყველაფერი ძალიან წააგავს NDI-ის და IRI-ის სოციოლოგიურ კვლევებს, რომლებიც მანიპულირების გზით, ნეგატიური მოლოდინების შექმნას ისახავს მიზნად.


ბუნებრივია, სავალუტო ფონდის პროგნოზებს ინვესტორებიც უყურებენ და შედარებით დაბალი პროგნოზი მათ საინვესტიციო მოტივაციას ხელოვნურად ამცირებს. არც ისაა გამორიცხული, რომ სავალუტო ფონდს მისი პროგნოზის გამართლების იმედი აქვს, რაშიც მას ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელი ეიმედება. ყველა ვხედავთ, რომ არის გარე და შიდა ძალების კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია ქვეყნის განვითარება რაც შეიძლება მეტად შეფერხდეს, ვითარება აირიოს და საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა. ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებიც ამ კოორდინაციასთან პირდაპირ კავშირშია.“ - წერს გვიდიანი Facebook-ზე.