13-06-2023
„ეროვნული ბანკში პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ხოლო ეროვნული ბანკი იყო, არის და იქნება ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი და გარანტი“- ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ანდრია გვიდიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს.
სოსო არჩვაძე ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მის სტრუქტურაში ერთი პოსტის დამატება, თუნდაც ეს იყოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, არ უნდა იწვევდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“.
მისივე თქმით, ვინც აღნიშნული პოსტის შემოღებაში ხედავს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს, ლატენტურად თავად განიხილავს ეროვნულ ბანკს როგორც არადამოუკიდებელ, მყიფე, ამორფული სტრუქტურის მქონე ინსტიტუტს და/ან სურს ასეთად იყოს/იხილოს იგი.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომლის სტატუსს და ფუნქციონირების ფორმატს განსაზღვრავს შესაბამისი ორგანული კანონი. ამ ფონზე მის სტრუქტურაში ერთი პოსტის დამატება, თუნდაც ეს იყოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, არ უნდა იწვევდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“.
უფრო მეტიც, ვინც აღნიშნული პოსტის შემოღებაში ხედავს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს, ვფიქრობ, ლატენტურად თავად განიხილავს ეროვნულ ბანკს როგორც არადამოუკიდებელ, მყიფე, ამორფული სტრუქტურის მქონე ინსტიტუტს და/ან სურს ასეთად იყოს/იხილოს იგი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული ბანკში პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ხოლო ეროვნული ბანკი იყო, არის და იქნება ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემის და ზოგადად, ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი და გარანტი.“- წერს სოსო არჩვაძე.