გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შპს „საქაერონავიგაციამ“ თბილისში, გუდაურში, ბაკურიანსა და წნორში თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემები დაამონტაჟა

17-08-2018

თბილისში, გუდაურში, ბაკურიანსა და წნორში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაეროგენერაციამ“ თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემა ADS-B დაამონტაჟა, რომელიც ჩეხეთის კომპანია „ERA“-სგან შეიძინა. მსგავსი სისტემები 2014 – 15 წლებიდან წარმატებით ფუნქციონირებს ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში.   

შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით,  საქართველოს მასშტაბით რადიოსალოკაციო ქსელის განვითარების გადაწყვეტილება საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების ზრდის პროგნოზირებული ტენდენციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკონტროლისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით იქცა მიღებული. მისი თქმით, ჩეხურმა კომპანიამ სისტემა კონტრაქტით დათქმულ ვადებში განახორციელა.

„აღნიშნული სისტემა ზუსტი და სრულყოფილი რადიოსალოკაციო ინფორმაციის უწყვეტ მოწოდებას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად,“ - განაცხადა შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. 

ამავე პროექტის ფარგლებში, შპს „საქაერონავიგაციამ“ ჩეხური კომპანიისგან შეიძინა დაკვირვების სენსორებდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების ორი (დარეზერვებული) სერვერი, რომლებიც თბილისის და  ქუთაისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრებში განთავსდა.

ზემოთ აღნიშნული ტექნიკური საშუალებების კომპლექსი სრულ შესაბამისობაშია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ავტომატიზირებულ სისტემასთან (INDRA). ასევე, შემოწმებულია მიწოდებული ინფორმაციის მაღალი საიმედოობა და ხარისხი.