გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: დეოლიგარქიზაციის საკითხი თავად ევროკავშირმა დააყენა, ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვხსნით, თუ ევროკომისია იტყვის, დეოლიგარქიზაციის საკითხი აღარაა აქტუალური, ამიტომ იყოს 11 პუნქტი 12-ის ნაცვლადო

14-06-2023

„ეს საკითხი ჩვენ არ დაგვიყენებია, თავად ევროკავშირმა დააყენა. სხვა შემთხვევაში იურიდიულად 12 პუნქტი არსებობს და მანამ, სანამ ამ პუნქტებიდან ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია, იძულებულნი ვართ, შევასრულოთ ევროკავშირის მოთხოვნა. თუკი ამ მოთხოვნების შესრულების გამო ვინმე გვისაყვედურებს, ქართველი ხალხი ამას საკადრის პასუხს გასცემს. თუ იტყვიან, აღარ შეასრულოთ ერთ-ერთიო, აღარ შევასრულებთ“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ პარლამენტი იმ შემთხვევაში არ მიიღებს, თუ ევროკავშირი 12 პუნქტიდან ამოიღებს ამ საკითხს.


„როგორც მინიმუმ, მათი მიზანი არის ის, რომ ამ კანონის ქვეშ არ მოხვდნენ კეზერაშვილი და მერაბიშვილი. მათ უკვე აღარ აქვთ პროგრამა აწყობილი მაქსიმალური შედეგის მიღებაზე, რადგან იციან, რომ ეს აღარ შესრულდება, უკვე აღარც არის ამის დრო, რამდენიმე თვეში უკვე უნდა განიხილონ ეს საკითხი და ყველა პუნქტი, დეოლიგარქიზაციის ჩათვლით, შესრულებულია.


დღეს მეორე მოსმენით მივიღეთ ეს კანონპროექტი. ამიტომ მათი მიზანი არის ის, რომ როგორმე ეს კანონი არ მივიღოთ, რადგან ეს ავტომატურად მოახვედრებს კეზერაშვილს ოლიგარქთა სიაში. ჩვენ არ ვართ ჩასაფრებულთა სიიდან. მაშინ ევროკომისიამ უნდა თქვას, რომ მართალია, 12 პუნქტიდან ერთ-ერთი იყო დეოლიგარქიზაციის საკითხი, მაგრამ ეს ახლა აღარაა აქტუალური, ამიტომ იყოს 11 პუნქტი 12-ის ნაცვლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვხსნით, რადგან ეს საკითხი ჩვენ არ დაგვიყენებია, თავად ევროკავშირმა დააყენა. სხვა შემთხვევაში იურიდიულად 12 პუნქტი არსებობს და მანამ, სანამ ამ პუნქტებიდან ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია, იძულებულნი ვართ, შევასრულოთ ევროკავშირის მოთხოვნა. თუკი ამ მოთხოვნების შესრულების გამო ვინმე გვისაყვედურებს, ქართველი ხალხი ამას საკადრის პასუხს გასცემს. თუ იტყვიან, აღარ შეასრულოთ ერთ-ერთიო, აღარ შევასრულებთ“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.