19-06-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ძლიერი სოფლის პროგრამა“ აღმასრულებელ დირექტორს დინა კარიჩის შეხვდა.
შეხვედრაზე, პროგრამის მიმდინარეობის შუალედური ანგარიში პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, შალვა ფიფიამ წარმოადგინა.
ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსმრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის და ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მინისტრის განცხადებით, ეფექტიანი და შედეგიანი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია თითოეული პროექტის მიზნებისა და მიღწეული პროგრესისდეტალური გაზიარება, რათა სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული, კონკრეტული სექტორის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები იყოს ერთმანეთის შემავსებელი და მიზნობრივი სეგმენტის საჭიროებებზე ორიენტირებული.
საუბარი შეეხო, პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში ჩატარებული კვლევის შედეგების მნიშვნელობის საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ ხუთწლიანი პროექტის პრიორიტეტულ მიმართულებებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა,მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებასთან ერთად, ითვალისწინებსსამიზნე თემებში მოქმედი საწარმოების მიერ როგორც ადგილობრივი, ისე, საერთაშორისო ბაზრების ათვისების და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიზნით ინვესტიციების მოზიდვას.
ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ პროექტის სამიზნე თემებში,ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით,ამ დროისთვის, ჯამურად, მიღებულია 150-ზე მეტი საგრანტო განაცხადი, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, USAID- ის ეკონომიკური ზრდის ოფისის და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.