19-06-2023
„რუსული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ძალადობის ის სერია, რომელიც ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს. „ქართული ოცნება“, პრაქტიკულად, მზადაა, გააჩაღოს სამოქალაქო ომი და იძალადოს საკუთარ მოსახლეობაზე, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და ტავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა..
"დიახ, „ქართულ ოცნებას“ სურს ომი ხელისუფლებაში დასარჩენად და მათი მოქმედებები არის პირდაპირ სისხლისმღვრელი ომისკენ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები.მოღალატე ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში ომი არ იქნება, დღითიდღე მცირდება.
ერთადერთი გზა, რომ ქვეყანას ომი ავაცილოთ თავიდან, არის „ოცნების“ დამარცხება 2024 წლის არჩევნებზე. „რუსულ ოცნებას“ ან არჩევნების გზით გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან, ან ქვეყანაში სამოქალაქო ომს გააჩაღებენ.
რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, „რუსული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ არჩევნების და არა ომის გზით" - აცხადებს ოქრიაშვილი.