გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ამილახვარმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების კუთხით საკუთარი ხედვები გააცნო

22-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა.

 

შეხვედრაზე მინისტრმა, რეფორმის ფარგლებში, განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობის მიზნით, ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულ რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მინისტრისთვის საკუთარი იდეებისა და აზრების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

 

ინოვაციური მექანიზმების შემუშავებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს.