გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა ინტელექტის ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯიდოვა

22-06-2023

ქუთაისში,  ინტელექტის ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და კინგსის პარტნიორობით, იმერეთის რეგიონის მასშტაბით, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ინტელექტის ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც მე-3 საპრიზო ადგილი ტყიბულის მე-4  საჯარო სკოლის მოსწავლემ, ალექსი კუბლაშვილმა დაიკავა.


დაჯილდოების ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ინტელექტის ოლიმპიადაში 7 მუნიციპალიტეტიდან 600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული გამოვლინდა.

ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა, ქუთაისის  N41-ე საჯარო სკოლის მოსწავლე - ლუკა ლიკლიკაძე. საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისგან ყოველთვიური სტიპენდია, სპეციალური პრიზები და დიპლომები გადაეცათ.


ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინტელექტის ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებითი პრიზები დაუწესა. დავით ჩერქეზიშვილმა, I,II და III ადგილებზე გასულ მოსწავლეებს: ალექსი კუბლაშვილს, მარიამ ჩიხრაძეს და ნიკოლოზ ოდიკაძეს შესაბამის სიგელებთან ერთად ფულადი ჯილდო გადასცა.