გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რომეო მიქაუტაძემ ენერგოეფექტურობის საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

22-06-2023

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს თბილისში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში შექმნილი ენერგოეფექტურობის საკოორდინაციო ჯგუფის 32-ე სამუშაო შეხვედრაში.  

 

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძემ  მიმართა. მან მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები ენერგეტიკის სექტორში. „ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა. ის ფოკუსირებულია ენერგოეფექტურობის გაზრდაზე, განახლებადი ენერგიის ხელშეწყობასა და მდგრადი და უსაფრთხო ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე ყველა სექტორში. პროგრამა არის საგზაო რუკა ჩვენი ენერგეტიკული ტრანსფორმაციისთვის და გვეხმარება ჩვენი პოლიტიკის ევროკავშირის დირექტივებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციაში," - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

 

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროგრამის მიხედვით საქართველო ატარებს არაერთ ინიციატივას შენობებში, მრეწველობასა და ტრანსპორტში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, საქართველოში ენერგოეფექტური პრაქტიკის დანერგვა არა მხოლოდ ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას, არამედ ქმნის უფრო მდგრად და ეკონომიურ ენერგეტიკულ ეკოსისტემას.

 

რომეო მიქაუტაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას, რომ სწორედ თბილისი შეირჩა მაღალი დონის რეგიონული სამუშაო შეხვედრის ჩატარების ადგილად.