გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კობა კობალაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

24-06-2023

ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებიან.


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, ჰააგაში, საქართველოს საელჩოში, "ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.


მემორანდუმის მიზანია, „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრსა" და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ერთმანეთთან კოორდინაციით, ერთობლივი კულტურული და საქველმოქმედო პროექტების განხორციელება.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის მიზნების მისაღწევად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გახდება „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის" პარტნიორი, რაც, მათ, საშუალებას მისცემს, ითანამშრომლონ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო, დიასპორულ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში და უზრუნველყონ ამ პროექტებში ვეტერანთა ჩართულობა.


მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის" პრეზიდენტმა, თიკა სვანიძე- ვენკომ.


შეხვედრას ესწრებოდნენ: ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები _ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე.


"ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრი" ( Georgische Cultuur In Nederland) დაარსდა 2015 წელს. ორგანიზაციის მიზნებია საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის კულტურული, მეცნიერული და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავება. ცენტრთან ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა.