გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელია არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობა - წარმოუდგენელია, დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს პრეზიდენტმა

25-06-2023

რაც შეეხება, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. ხომ გაირკვა გუშინ გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო უბრალოდ სისულელე და მეტი არაფერი, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა ლიდერი -  ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

 

მისი თქმით, დამტკიცდა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი სისულელეს ითხოვდნენ.

 

კობახიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ გუშინ უშიშროების საბჭო მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ მოუწვევია. გარდა ამისა, მმართველი პარტიის ლიდერი გამოეხმაურა ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტობის მეხუთე წელს, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება და კონკრეტული კომპეტენციის სფერო გააჩნია.

 

„მსოფლიოში არავის მოუწვევია უსაფრთხოების და უშიშროების საბჭო, სისულელე იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ წარიმართა და ამ სისულელეს ითხოვდა გუშინ მთელი ოპოზიცია. პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და მან უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც, გადაწყვეტილებების მიღებაზე ამ თემებთან, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელია არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობა.  წარმოუდგენელია, დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს საქართველოს პრეზიდენტმა.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.