გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25-06-2023

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მეზღვაურებს დღესასწაული მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა.


თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საზღვაო სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რეგიონის ახალგაზრდების მეტ ჩართულობას ამ მეტად საამაყო და საპასუხისმგებლო პროფესიის არჩევისას.


,,გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომელიც განსაკუთრებით აღინიშნება ჩვენს ქალაქში, ბათუმში. მეზღვაურის პროფესია არის მამაცი ადამიანების არჩევანი, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ყველას ოცნება გახლავთ, რომ საქართველომ დაიბრუნოს ფლოტი, რომლითაც ყველა ვიამაყებთ. გავაგრძელებთ ამ მართლაც სტრატეგიული დარგის გაძლიერებას და მეზღვაურთა მხარდაჭერას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა ჯილდოები გადასცეს შორეული ნაოსნობის მოქმედ და ყოფილ მეზღვაურებს. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები.


საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით ბათუმში გაიმართა საზღვაო აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით.


ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები პროფესიულ დღეს მიულოცავენ მეზღვაურებს და საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოებენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს.


სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასიმულაციო სივრცე. გაიმართა სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვის განახლებული სიმულატორის პრეზენტაცია.