გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლენილი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

28-06-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლენილი პირი საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვის ვადით, პირობითი მსჯავრი შეუფარდა.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოეთში, მდინარე საძალისხევზე, თევზჭერის აკრძალული იარაღით - ელექტროშოკური აპარატით ახდენდა.


ინფორმაციის თანახმად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს (სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში).