გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ნული იყო 2012 წელს, ხვალიდან თითო ბავშვზე დახმარება 200 ლარი გახდება

30-06-2023

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ნული იყო 2012 წელს, ხვალიდან თითო ბავშვზე დახმარება 200 ლარი გახდება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად ნახევარ მილიარდს ხარჯავს.


„რაც შეეხება ბავშვებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას. პირველ რიგში, მე არ გეთანხმებით. თქვენი კითხვის გულწრფელობაში დავრწმუნდებოდი, თუ იტყოდით იმას, რომ სახელმწიფომ კარგია რომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები და 500 მილიონი ლარით, ნახევარი მილიარდით ვაფინანსებთ ბავშვებს. ყოველთვე თითო სოციალურ დაუცველ ბავშვს ეძლევა 200 ლარი. 230 000 ბავშვი იღებს ყოველთვე 200 ლარს. გამოსულიყავით და გეთქვათ, რომ აი, მიუხედავად იმისა, რომ ეს გააკეთეთ, რჩება პრობლემები ამაში, ამაში, ამაში. ეს დამაჯერებელი იქნებოდა. 50 ლარი იყო ეს დახმარება, ჩემს დროს გაიზარდა და 200 ლარი გახდა, 1 ივლისიდან, ხვალიდან 200 ლარი იქნება დახმარება თითო ბავშვზე ნახევარ მილიარდს ვხარჯავთ. საკმარისია?! შეიძლება არ არის საკმარისი, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, როცა გვექნება საშუალება, კიდევ მეტს გავაკეთებთ. პენსიები გავზარდეთ, სოციალური დახმარებები გავზარდეთ. ჩვენ, გახსოვთ, რომ დავიწყეთ ასევე სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა, 40 000 მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩავრთეთ აქტიურად, ამ ადამიანების დიდი ნაწილი გადადის ეტაპობრივად კერძო სექტორში. ეს ხო პროცესია, ამას მუშაობა უნდა და რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი წახალისებაც. ბავშვებზე დახმარება ნული იყო 2012 წელს. საერთოდ არავითარი დახმარება არ არსებობდა ბავშვებთან მიმართებაში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა პენსიონერების სესხების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ მთავრობამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, გაიმართა აუქციონი და განაკვეთები შემცირდა და ახლა 26%-ია განაკვეთი.


ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ქეთევან თურაზაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ თავად კონკრეტული ფაქტებით საუბრობს და დეპუტატს შეუძლია ნებისმიერი მონაცემი გადაამოწმოს.


„სხვებისგან განსხვავებით, მე აქ არ ვიტყუები და მით უმეტეს, ჩემს თავს არ ვაკადრებ და ამ ტრიბუნიდან ასეთ რამეს არ ვიზამ.",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.