გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზუგდიდში, თხილის პლანტაციაში, მუშა გარდაიცვალა

22-08-2018

ზუგდიდში,სოფელ ჭითაწყარში 67 წლის მუშა გარდაიცვალა. გარდაცვლილის დის, ასმათ ბაკარაძის თქმით, მის ძმას თხილის პლანტაციაში მუშაობის დროს ტრაქტორი დაეჯახა და დაიღუპა. 

"ოც წუთიანი შესვენება იყო, მამაკაცები წავიდნენ, ამას კი თავისი ურიკა მიჰქონდა იქ, სადაც თხილის დასაყრელი იყო. იმ ტერიტორიაზე ტრაქტორები უკონტროლოდ დარბიან. ერთ-ერთი ტრაქტორი ამ დროს დაეჯახა,"-განაცხადა გარდაცვლილის დამ. 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.