გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციული, ხელმოცარული და დეგრადირებული ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს, რომ რაიმენაირად მოახდინონ პროვოცირება, ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა, მათ არაფერი არ დარჩენიათ, გარდა ერთისა - რომ რაიმენაირად კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია შემო

1-07-2023

ჩვენი დესტრუქციული, ხელმოცარული და მართლაც, დეგრადირებული ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს, რომ რაიმენაირად მოახდინონ პროვოცირება, ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა. მათ არაფერი არ დარჩენიათ, გარდა ერთისა - რომ რაიმენაირად კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია შემოიტანონ, დაძაბულობა, შფოთვა, ქაოსი, არეულობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა კიდევ უფრო მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოს.


„პოლარიზაციის ხარისხზე მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ყველასთვის არ არის სასიამოვნო პირადი შეურაცხყოფების მოსმენა, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ჩვენი დესტრუქციული, ხელმოცარული და მართლაც, დეგრადირებული ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს, რომ რაიმენაირად მოახდინონ პროვოცირება, ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა. მათ არაფერი არ დარჩენიათ, გარდა ერთისა - რომ რაიმენაირად კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია შემოიტანონ, დაძაბულობა, შფოთვა, ქაოსი, არეულობა. შემთხვევით არ დავარქვით ამ ადამიანებს და მათ პარტიას ომის პარტია, ნგრევის, ქაოსის და სიკვდილის პარტია.


ყველა ის უბედურება, რაც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას და რაც მათ მმართველობას უკავშირდება. მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, მეტი მოთმინება გვმართებს, ვინაიდან, ჩვენ ვართ ხელისუფლება. მე არავის არ ვუპასუხებ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როდესაც შვილებზე გადადიან. ეს მიუღებელია. ეს არის წითელი ხაზი, ეს ყოველგვარი ამორალურობის და უზნეობის დამახასიათებელია, მაგრამ მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება", - განაცხადა პრემიერმა.