გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯაბა სამუშია AUF-ის აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

2-07-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რექტორთა კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წარდგინებით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე. ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ისტორიაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაასახელეს.

 

თსუ რექტორის საპატიო თანამდებობაზე არჩევის საკითხზე AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების რექტორთა რეგიონულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელზეც უნივერსიტეტების მართვის, კვლევის, ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის თემებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრაზე დაფუძნდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების რექტორთა ახალი რეგიონული საბჭო და შემუშავდა საბჭოს წესდება. ასევე, აირჩიეს საბჭოს პრეზიდენტი, დენკაშ კავალი, იასის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

 

AUF-ი მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს. ამჟამად AUF-ს ხელმძღვანელობენ რუმინეთის ყოფილი განათლების მინისტრი შორინ კამპიანუ და ტუნისის ყოფილი განათლების მინისტრი სლიმ ხალბუსი.

აღსანიშნავია, რომთსუ 2008 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია.