გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში მუშის გარდაცვალების გამო “აგრიჯორჯიამ” მუშაობა შეაჩერა

23-08-2018

ზუგდიდში, შპს „აგრიჯორჯიას“ ჭითაწყარის ბაზაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მუშა დაიღუპა, კომპანიამ მუშაობა შეაჩერა.

„უბედური შემთხვევის თვითმხილველი არ გვყავს. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, რომ საქმის დეტალები გაირკვეს. თვითონ გარდაცვლილი როგორც აღმოჩნდა ტრაქტორების სავალ ნაწილზე იყო. კომპანია „აგრიჯორჯია“ და ყველა მისი თანამშრომელი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით. კომპანიამ შეაჩერა მუშაობა მისი ხსოვნისათვის პატივის მისაგებად“,-აცხადებენ „აგრიჯორჯიაში“


შპს "აგრიჯორჯიას" თხილის პლანტაციაში 22 აგვისტოს 67 წლის კაცი დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, მას ტრაქტორი დაეჯახა. ისინი ასევე ამბობენ, რომ პლანტაციაში მტვერია და ტექნიკა სწრაფად მოძრაობს, რასაც კომპანიის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.


„მტვერი შეიძლება იყო, მაგრამ იმას, რომ ტექნიკა დიდი სიჩქარით მოძრაობს, ვერ დავეთანხმები“, - თქვა ჭითანავამ.


ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ცნობით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"პია"