გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

3-07-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო 105 ორგანიზაცია მონაწილეობდა.


ორგანიზაციებმა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 1000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს. ფორუმზე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს უწყებაში არსებული სხვადასხვა მიმართულების ვაკანსიები გააცნო.


სააგენტოში მოთხოვნაა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების ტექნოლოგიების, სატყეო საქმის, გარემოს დაცვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტებზე, ასევე, საინჟინრო გეოდეზისტებზე, გეოგრაფებზე, ნიადაგმცოდნეებსა და აგრონომებზე. დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოს სტრუქტურაზე, საქმიანობაზე, ამოცანებზე და ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებზე, სამუშაოს აღწერილობასა და ფუნქცია-მოვალეობებზე.