გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურამ გურჯაანის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

6-07-2023

საქართველოს პროკურატურამ, გურჯაანის რაიონში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულს ორ თანასოფლელთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით დაზარალებულებს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.