გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო თანდილაშვილი უნგრეთის სახელმწიფო მდივანს გარემოსა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში ანიკო რაისს შეხვდა

8-07-2023

გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს გარემოსა და ცირკულარული ეკონომიკის  საკითხებში ანიკო რაისს  შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


სახელმწიფო მდივანმა სურვილი გამოთქვა, საქართველომ და უნგრეთმა გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ერთობლივი აქტივობები განახორციელონ, მათ შორის, გაცვლითი პროგრამებიდა გამოცდილების გაზიარების ღონისძიებები. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვას.


აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტრთა რიგით მე-7 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროკომისიის და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გარემოს დაცვის მიმართულებებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული შედეგების შესახებ.


მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრები გამართაგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოების და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ მინისტრ შტეფი ლემკესთან და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორ მარკო კაინერთან.