8-07-2023
წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღე გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიება სხვადასხვა სპორტული და შემეცნებით აქტივობებით იყო დატვირთული. სპეციალურად ბავშვებისთვის მოწვეულმა გასართობი ცენტრის წარმომადგენლებმა პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს და ბავშვებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ღონისძიების ფარგლებში „მხიარული სტარტებიც” მოეწყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.