გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

UNEP საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

8-07-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ქ. ბუდაპეშტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ახლადდანიშნულ რეგიონულ დირექტორს არნოლდ კრეილჰუბერს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და UNEP-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. UNEP-ის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარეს, რეკომენდაციების შესრულების კუთხით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

ნინო თანდილაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.