გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

16-07-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ირაკლი ქარსელაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ამბროლაურში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის რეაბილიტირებული სკვერი და მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.


პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების”ფარგლებში, ამბროლაურში სრულად განახლდა ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის პარკი და დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერი.


შენობებზე გამოიცვალა ვიტრაჟები, ფასადები განახლდა ენერგოეფექტური მასალებით, სკვერებში განახლდა საფეხმავლო ზოლი, დაიგო ქვაფენილი, დაემატა მწვანე ნარგავები, დამონტაჟდა სკამები და მოეწყო ერთი ღია ტიპის სცენა. ამბროლაურში, პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ჯამში, 4, 088,919,75 ლარი მოხმარდა.


მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო რეკრეაციული ზონა, სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი სივრცეები, ველობილიკი, საფეხმავლო ხიდი, დაიდგა მხარის სახელწოდების აღმნიშვნელი ორენოვანი კონსტრუქცია, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, სკამები და სხვა საბაღე ინვენტარი, დაიგო დეკორატიული ფილები, აგრეთვე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.