გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მერწმუნეთ, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა შინ და გარეთ მორყევის მცდელობაც კი - გრეტა წიწავა

17-07-2023

პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა პოლონელი ექიმის მიერ კლინიკა „ვივამედიდან“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშის ფარულად გამოტანის მცდელობას ეხმაურება.


მისი თქმით, სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია:


„ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს, რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ძალიან მალე ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია. მიხეილ სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია, მაგრამ მერწმუნეთ, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა შინ და გარეთ მორყევის მცდელობაც კი“, - აცხადებს გრეტა წიწავა.