გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შემეცნებითი სალექციო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

18-07-2023

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსის - „მე, საქართველოს მომავალი“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


ერთთვიან კურსში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხების საბაზისო ცოდნის გაზიარებას მოიცავდა, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და დავით სუჯაშვილი დაესწრნენ. გრიგოლ გიორგაძემ მონაწილეებს თავდაცვის კოდექსის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრის მოადგილეებმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორთან, მამია ბალახაძესთან ერთად სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


მსმენელებს ერთი თვის განმავლობაში ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები უტარებდნენ.


შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე.