გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„POSTV-ის“ ინფორმაციით, „მთავარ არხში“ ფინანსური კრიზისია

20-07-2023

„ფინანსური კრიზისი „მთავარ არხში“ - ტელეკომპანია “POSTV-ის“ ინფორმაციით, თანამშრომლებს სრულად ჯერ აპრილის თვის ხელფასიც არ აუღიათ.


ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 19 ივლისს „მთავარ არხში“ გამართულ თათბირზე, გიორგი გაბუნიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ 20 ივლისს დაიფარება აპრილის დავალიანების 25%, ხოლო მიმდინარე თვის ბოლოს - ივლისის ხელფასის სრული ოდენობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაისისა და ივნისის სახელფასო დავალიანებებს ტელეკომპანია ეტაპობრივად გაისტუმრებს.


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მენეჯმენტი დაპირებას იძლევა, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ძირითად შემთხვევაში, მენეჯმენტის პირადი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად უწევთ მუშაობა, ამ კვირის ბოლოს ჩაურიცხავენ დაგვიანებული ხელფასების 25%-ს, ხოლო თვის ბოლოს 50% ან 100%-ს, თუმცა, როგორც „POSTV-ის“ განუცხადეს, რეპორტიორებს ხელფასების სრულად აღებასთან დაკავშირებით არხის მენეჯმენტის მიერ გაცემული პირობის არ სჯერათ.