გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

28-08-2018


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული, მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლით გათვალისწინებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სიგარეტის (ჯამში  59320 ღერი) აქციზური მარკის გარეშე, შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

 საქმის მასალები გაეგზავნა სასამართლოს.