გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახა ოქრიაშვილი: მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე!

25-07-2023

ბოლო ორი დღეა, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე  რუსეთ-ივანიშვილის მონების ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. მონები მონობაში გასამრჯელოს იღებენ და მათი დავალება ყველა იმ ადამიანის ავტორიტეტის შელახვაში გამოიხატება, ვინც მონობას არ დათანხმდა - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს. ლიდრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"მარგველაშვილი იყო და არის ის უიშვიათესი პოლიტიკოსი, ვინც უარი განაცხადა მონობაზე!  ჰოდა ახლა დგანან კობახიძეები, კალაძეები და მსგავსი მონები და სიამოვნებით „აშავებენ“მარგველაშვილს, - თუ როგორ გაბედა მან, რომ იყოს მათზე უკეთესი და უარი თქვას პოლიტიკურ მონობაზე.

 

გავიმეორებ კლასიკოსებს: ნებისმიერი ხალხი იმსახურებს, ისეთ ხელისუფლებას, როგორიც ჰყავს, - ჰოდა, გამოდის, ქართველები ვიმსახურებთ მონურ ხელისუფლებას და თუარ ვიმსახურებთდა თუ არ ვართ  მონები, ეს უნდა დავამტკიცოთ შემდეგ არჩევნებზე!" - აცხადებს ოქრიაშვილი.