გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პროკურატურამ ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27-07-2023

საქართველოს პროკურატურამ, ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.საქართველოს პროკურატურამ, ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივლისს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა მეზობელს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით  (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.