გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თელავის სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

29-08-2018

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული ო.კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ: 2017 წლის 23 ოქტომბერს, ო.კ.-ს და მ.მ.-ს ჯერ მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს, ხოლო შემდგომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდათ, რა დროსაც ო.კ.-მ შურისძიების მოტივით მ.მ.-ს სახის არეში ჩაქუჩი დაარტყა. კონფლიქტით განაწყენებულმა ო.კ.-მ შურისძიების მოტივით მ.მ.-ს მკვლელობა განიზრახა და იმავე დღეს, ღამის საათებში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, განზრახ მოკვლის მიზნით დანით მ.მ.-ს რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად მ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ო.კ. 2017 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ო.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.