გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკის საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თვითონ გაერკვიონ ერთმანეთში, რომელია სწორი და რომელი - არასწორი, ანდა ჰკითხონ ალასანიას „აკერმანს“, ან სახელმწიფო დეპარტამენტს

27-07-2023

„საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი პირდაპირ არის მოხსენიებული იმ კონტრაქტში, რომელსაც უნდა უზრუნველეყო პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციების გავრცელება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბარში განაცხადა.


მისი თქმით, ამერიკის საელჩო არ ეთანხმება თავისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამიტომ თავად ეს ორი სტრუქტურა ჯერ ერთმანეთში უნდა გაერკვეს და შემდეგ დაადანაშაულონ ჩვენი ქვეყანა.


„როდესაც საელჩო აკრიტიკებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ეს არის მინიმუმ უხერხული. საელჩოს თანამშრომელი, ან ელჩი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ, პოლიტიკოსები, ვავრცელებთ და კომენტარებს ვაკეთებთ, თურმე ყოფილა დეზინფორმაცია.


ამერიკის საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თვითონ გაერკვიონ ერთმანეთში, რომელია სწორი და რომელი - არასწორი, ანდა ჰკითხონ ალასანიას „აკერმანს“, ან სახელმწიფო დეპარტამენტს. ჩვენკენ რატომ იშვერენ ისრებს, ეს არის გაუგებარი. საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი პირდაპირ არის მოხსენიებული იმ კონტრაქტში, რომელსაც უნდა უზრუნველეყო პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციების გავრცელება და უცხოელი პოლიტიკოსების მობილიზება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.