გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოქრიაშვილი კალაძეზე: ყველა მოღალატე დაისჯება!

31-07-2023

დილიდან „გამოგორდა“ თბილისის მერი, კალაძე განცხადებით, რომ მიესალმება ნებისმიერ ტურისტს, გინდ ამერიკელი ან ევროპელი იყოს, გინდ - რუსი. ამითმან ტოლობის ნიშანი დასვა რუსეთსა და ამერიკას შორის - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და ტავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"გამოდის, მისი აზრით, ისიც არაფერია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ რომ არის ოკუპირებული. ბატონი კალაძე ტოლობის ნიშანსსვამს ჩვენს მეგობრებსა და მტერს შორის.

 

ერთი შეხედვით, კალაძე უვიცია, მაგრამ დიდი ხანია, ამ ნარატივს მთელი „რუსული ოცნება“ ავითარებს. ასე რომ, ახალი არაფერია - ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც ღიად ღალატობს ჩვენს ქვეყანას.

ყველა მოღალატე დაისჯება!" - აცხადებს ოქრიაშვილი.