გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა

31-07-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გახსნა.


„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იჭედება ქართული ეკონომიკის ხვალინდელი დღე. თქვენ სულ რამდენიმე წელში საკუთარ თავზე აიღებთ იმ დიდ ტვირთს, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის მართვა ჰქვია. მინდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სკოლის წევრები,“-მიმართა თსუ რექტორმა სტუდენტებს.


უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა პროფესორ ნოდარ ხადურის წვლილზე, რომელიც მან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში შეიტანა.

,,პროფესორი ნოდარ ხადური იყო ადამიანი, რომელიც 4 წელი მართავდა ქართულ ფინანსებს და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში.“


კონფერენციაში მონაწილეობენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.


კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეეხებოდა როგორც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურს გამოწვევებსა და მიღწევებს, ისე  მსოფლიოში დაგროვილ გამოცდილებას.