გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უკრაინა რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას განაგრძობს - ინფორმაციას ერთ-ერთი უკრაინული მედია ავრცელებს

8-08-2023

უკრაინა რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას, რომელიც თვითმფრინავებისა და რაკეტების აწყობაში გამოიყენება, ომის დროსაც აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-უკრაინა, ინდუსტრიულ წყაროებზე და მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.


ტიტანის მადნების მსოფლიო მარაგის 20% სწორედ უკრაინაშია კონცენტრირებული, მაგრამ ძირითადად, კონცენტრატი ქვეყნიდან უბრალოდ ექსპორტზე გადის.


2022 წლის ივლისიდან 2023 წლის აპრილამდე, სახელმწიფო გაერთიანებულმა სამთო და ქიმიურმა კომპანიამ, ტიტანის შემცველი საბადოდან 82,2 ათასი ტონა მოპოვებული მასალის ექსპორტი განახორციელა.


გამოცემის წყაროების მიხედვით, ამ პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის შუამავლების მეშვეობით შევიდა.