31-08-2018
კასპის მუნიციპალიტეტის მერს მანუჩარ მერებაშვილს ოფიციალურად არც სახლი აქვს, არც მიწის ნაკვეთი, არც მანქანა, არც კომპანია. ამის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც ამჟამინდელმა მერიამ 2014 წლიდან დღემდე შეავსო.
ის მერად 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს, ხოლო მანამდე 2016-2017 წწ-ში საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2014-2016 წწ-ში კი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელი.
2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში ის ერთადერთი მანქანა აღარ ჩანს, რომელიც წინა დეკლარაციებში ფიქსირდება და 2011 წლის გამოშვება იყო.
ხელფასი:
2015 წელს - 17 550 ლარი
2016 წელს - 27 900 ლარი
2017 წელს - 31 799 ლარი
ჯამში, 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, 83 729 ლარი შეადგინა.
მანუჩარ მერებაშვილი დაიბადა 1986 წლის 6 ივლისს; 2003 წელს დაამთავრა კასპის #3 საშუალო სკოლა; 2007 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი და მიენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2010 წელს მიენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2014 წელს მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი; 2005-2013 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“.