გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შალვა პაპუაშვილი: თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის ყალბი ციტატები, რომლის მიზანი მათ მიმართ მკითხველებში მტრული განწყობის გამოწვევა იყო

9-08-2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე, ასევე ისაუბრა ერთ-ერთია იმ ცხრა ყალბ ნარატივზე, რომელიც სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ვრცელდებოდა.

 

როგორც მან აღნიშნა, უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული შტურმს არ გამოეხმაურებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ.

 

,,განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული და გაზიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის ყალბი ციტატები, რომლის მიზანი მათ მიმართ მკითხველებში მტრული განწყობის გამოწვევა იყო.

 

აღსანიშნავია, რომ არც ერთს ამ ყალბ ციტატას არ გამოეხმაურა ე.წ ფაქტების შემოწმების პროექტები იქნება ეს „ფექტჩეკი“ თუ „მითების დეტექტორი“ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან მოხდა ამის მხილება , მას შემდეგ მხოლოდ , მათ საკუთარ ვებ-გვერდზე ამხილეს ეს ყალბი ციტატები.

 

აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტო მასშტაბის დეზინფორმაციული შტურმს არ გამოეხმაურნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს ახორციელებენ. პირიქით, დეზინფორმაციის მხილების საპასუხოდ სწორედ იმ ენჯეოებმა, რომლებსაც ეს დეზინფორმაცია უნდა ემხილათ, მამხილებლების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანია დაიწყეს და ისინი თავდასხმაში დაადანაშაულეს. მე არაერთხელ მისაუბრია იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში არსებობს, რომელიც არა საზოგადოებრივი ინტერესების მსახურებას, არამედ კორპორატივისტული მიზნების დაცვას გულისხმობს. ამ დღეებში ქართულმა საზოგადოებამ ეს კრიზისის სრული მასშტაბით იხილა,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.