გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საპროტესტო აქცია უჯარმაში- ადგილობრივები მიწებისა და ტბის გასხვისებას აპროტესტებენ

3-09-2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სოფლის მიწებისა და ტბის გასხვისებას აპროტესტებენ. 
ადგილობრივების ინფორმაციით, გაყიდულია 20 ჰა მიწის ნაკვეთი და ტბა, რაც დაუშვებელია, რადგან სოფელი მიწითა და ტბით სარგებლობს. 


"სოფელი მცირემიწიანია. გარშემო კი მიწის ნაკვეთები იყიდება. ამიტომ, ვითხოვთ, არ გაყიდონ. ხალხს უჭირს და ეს ნაკვეთები მათთვის აუცილებელია. იგივე ეხება ტბასაც. ისიც სოფლისაა. ამ ტბით სოფელი სარგებლობს,-"განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხალხის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. 

"ეს მიწები ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. წინა ხელისუფლების დროს როგორც ვიცი, ემზარ კვიციანს ჩამოართვეს უკანონოდ. ნებართვა გაცემულია. აუქციონი ტარდება, ვინც მოიგებს აუქციონს, ის იქნება მეპატრონე, თუმცა მე პირადად აუცილებლად დავუკავშირდები ეკონომიკის სამინისტროს, რომ იქნებ როგორღაც ხალხის მოთხოვნა დავაკმაყოფილო", -განაცხადა ერბოწონაშვილმა.