6-09-2023
„GI-TOC-ის ანგარიშის მიხედვით, დღესდღეობით СБУ მას სრულად აკონტროლებს და ამ ეტაპზე მან შეძლო თავის კონკურენტებთან გამკლავება“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამერიკელების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული პროექტის, „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს“ (НАБУ) ახალი დირექტორის კანდიდატურა აშშ-ს საელჩოს დავით საყვარელიძის მიერ იქნა შეთავაზებული.
„ბოდიში, რომ უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრიდან ვერ გაწვდით დამაიმედებელ ინფორმაციას, თანაც სამხედრო ექსპერტი არ გახლავართ. თუმცა, სამხედრო ამბებზე უფრო მოხშირებულია უკრაინული კორუფციული სკანდალების მიმოხილვა. ვაშინგტონის მედია-რუპორ Politico-ს 25 აგვისტოს პუბლიკაციაზე უკვე მოგახსენეთ, ომის დროს ჰუმანიტარულ ტვირთებზე გაკეთებული მილიარდების შესახებ. და აი, მორიგი ახალი ამბები.
შვეიცარიის არასამთავრობო ორგანიზაციამ "გლობალური ინიციატივა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ" (GI-TOC), გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოგვითხრობს ოდესაში მასშტაბური კორუფციის და ამ პროცესებში ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის მონაწილეობაზე. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ამერიკელების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული პროექტის, "ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს" (НАБУ) ახალი დირექტორის კანდიდატურა აშშ-ს საელჩოს დავით საყვარელიძის მიერ იქნა შემოთავაზებული.
მადლიერების საფასურად, საყვარელიძემ ოდესის მერის "თავი" მოითხოვა, სათავისოდ შორს მიმავალი გათვლით, მას ძალზე იზიდავს ოდესის მერის პერსპექტივა. მაისში კორუფციული ბრალდებით НАБУ-ს მიერ დაპატიმრებული იქნა ოდესის იმდროინდელი მერი -გენადი ტრუხანოვი. მაგრამ ამით კორუფციის დონემ კი არ იკლო, არამედ (შვეიცარიელი მკვლევარების ინფორმაციით), აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია. მას შემდეგ, რაც ზურაბ ადეიშვილის წარდგინებით, კიევის მთავარი პროკურორი ოლეგ კიპერი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა.
ამ დანიშვნამდე, ოლეგ კიპერს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება არ ჰქონდა და მას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის შტატგარეშე მრჩევლის პოზიციაც ეკავა. GI-TOC-ის ანგარიშის თანახმად, კიპერის ახალმა პოზიციამ "გაამყარა პრეზიდენტის ოფისის და ოდესას შორის მმართველობის არაოფიციალური ვერტიკალი", რამაც "კორუფციის დინამიკა შეცვალა" - ამჟამად პრეზიდენტის ოფისი "განსაზღვრავს ოდესის ოლქში კორუფციულ ტარიფებს ეკონომიკური ცხოვრების ყველა სეგმენტში":
GI-TOC-ის ანგარიშის მიხედვით, გამორიცხულია ქრთამის გარეშე მშენებლობის ნებართვის მოპოვება.
"მარცვლეულის პროგრამის" ფარგლებში შემუშავებული იქნა სპეციალური კორუფციული ტარიფი, ანუ 40 ცენტი/ტონაში ოდენობის ქრთამის სახით. თანაც დადგენილი 2%-იანი საბაჟო მოსაკრებლის მაგივრად, მარცვლეული იბეგრება 4%-ით (ქეშის შემთხვევაში - 3%).
გარდა ამისა, GI-TOC-მა გამოავლინა "უმსხვილესი კორუფციული სქემა", როდესაც 1 მილიონი ტონა მარცვლეული ოდესის ნავსადგურიდან გატანილი იქნა ფიქტიური კომპანიებისა და შუამავლების მეშვეობით. "ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს" მონაცემებით, გადაუხდელი გადასახადებით მიყენებულმა ზარალმა გადააჭარბა 5,2 მილიონი დოლარი.
GI-TOC-ის ანგარიში ცალკე ადგილს უთმობს НАБУ-სა და СБУ-ს შორის არსებულ დაპირისპირებას, რაც ხელსაყრელ გარემოებას უყრის ადგილს ეკონომიკურ დანაშაულთან არასათანადო ბრძოლის თვალსაზრისით. დღესდღეობით დაინტერესებული კრიმინალური მხარეებისთვის ოდესის პორტი წარმოადგენს "მთავარ პრიზს". GI-TOC-ის ანგარიშის მიხედვით, დღესდღეობით СБУ მას სრულად აკონტროლებს და ამ ეტაპზე მან შეძლო თავის კონკურენტებთან გამკლავება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, ახლებურად არის გასააზრებელი, თუ რა ტიპის "ფრონტზე" თავის არყოფნას მისტირის პატიმარი სააკაშვილი და რას გულისხმობს, როცა ბრძანებს: "აბა მე ახლა აქ უნდა ვიყო, როდესაც ჩემი ადგილი იქ არის!". სუფთა კრიმინალური გაგებით, ჩვენ მისი გვესმის. სწორედ მან დაწერა ოდესურ კორუფციულ ისტორიაში ახალი ფურცელი და დღეს, მის გარდა, ყველა სარგებლობს ამით“, -წერს ქართველიშვილი.