გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აგვისტოში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოავლინეს

6-09-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 109 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 46 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების  ფაქტებია.  სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 


უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 35 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. 33 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში,  იმერეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 18, შიდა ქართლში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 6, გურიაში - 4, მცხეთა-მთიანეთში - 1, ქვემო ქართლშიც - 1. 

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 338 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 40 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამართალდარღვევების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ შეტყობინებებზეც მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შედეგად, 2023 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1897 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 137 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე, მიმდინარე წლის 8 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 54 უკანონო სახერხი საამქრო.