გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

8-09-2023

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა (SARAS) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ხელშეკრულება  გაფორმდა.


თანამშრომლობის მიზანია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) ანგარიშგების საკითხებში. ასევე,საქართველოში უკეთესი მდგრადობის შესახებ ანგარიშგების განვითარება, მათ შორის,ESG-ის კუთხით. ამ მიზნის მისაღწევად, გათვალისწინებული იქნება აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ევროკავშირის კორპორაციული ანგარიშგების დირექტივის (CSRD)  მოთხოვნები.


თანამშრომლობის ფარგლებში განახლდება სამსახურის მიერ შემუშავებული მმართველობის ანგარიშგების სახელმძღვანელო, რაშიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია(IFC), რათა დოკუმენტში აისახოს მდგრადობის ანგარიშგების კუთხით გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე არსებული საუკეთესო დასავლური პრაქტიკა.

 

ამასთან, IFC სამსახურს გაუწევს ისეთ დახმარებას, როგორიცაა:

 

  • კონსულტაცია მდგრადობის ანგარიშგების გამჟღავნების მოდელის შემუშავებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;
  • შესაძლებლობების განვითარების სამუშაო შეხვედრასამსახურის თანამშრომლებისთვის, მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებით, რომლებიც მოიცავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს;
  • დაინტერესებული მხარეებისცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი აქტივობებისგანხორციელება;
  • სამსახურისთვის IFC-ის BeyondtheBalanceSheet ონლაინ პლატფორმის რესურსებსა და ინსტრუმენტებზე წვდომის უზრუნველყოფა, რაც ასევე გულისხმობს გლობალური მდგრადობისა და კლიმატის საკითხებზე გამჟღავნების ახალ სტანდარტებზე სამომავალორესურსებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების გაზიარებას და სხვა აქტივობებს.

 

„სამსახური აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. ამ კუთხით, ერთ-ერთ მიმართულებას სწორედ მდგრადობისანგარიშგებისსაკანონმდებლოჩარჩოსშემუშავება და ქვეყანაშისაუკეთესოპრაქტიკისდანერგვა წარმოადგენს,“ - განაცხადა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ.

 

„კომპანიაში დანერგილი გარემოსდაცვითი, სოციალური და მართვის (ESG) პრაქტიკის გამჟღავნება აუცილებელია ინვესტიციების მოსაზიდად. ბევრი კომპანიისთვის ESG-ის გამჟღავნება სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს კი, თავის მხრივ, აფერხებს ინვესტორებს, რომლებიც სულ უფრო მეტად განიხილავენ ESG ფაქტორებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებში. IFC იმუშავებს საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან, რათა გაუმჯობესდეს ESG-ის გამჟღავნების პრაქტიკა. ეს კი ქართულ კომპანიებს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის,“- განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.

 

IFC ახორციელებს თავის გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პროგრამას ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ეკონომიკის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოსთან, SECO-სთან პარტნიორობით.IFC-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ifc.org

გარდა IFC-სთან დაწყებული თანამშრომლობისა, სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს CSRDG-სთან (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - Centerfor Strategic Researchand Development of Georgia). ასევე, 2021 წელს, სააგენტომ ხელი მოაწერა ერთობლივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რამდენიმე უწყება/არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელთა შორისაა: ეროვნული ბანკი, ააიპ სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ააიპ მდგრადი განვითარების ინსტიტუტი. 


თანამშრომლობის მიზანია მდგრადობის ანგარიშგების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ევროკავშირის განახლებულ მოთხოვნებთან დაახლოების მიზნებისთვის, ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის.


სამსახური განაგრძობს დაწყებულ თანამშრომლობას და აქტიურად მუშაობს  მემორანდუმზე ხელმომწერი, საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ჩამონათვალის გაფართოებაზე,“ - აღნიშნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ.