შაბათი, მაისი 17, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ეკა სეფაშვილი: ჯოზეფ ბორელს ჰქონდა საშუალება, მოესმინა ყველა პოლიტიკური ჯგუფის თუ პარტიის წარმომადგენლის შეხედულება ევროინტეგრაციის პროცესზე

8-09-2023

"ჩვენ უკვე ვიცი ოპოზიციის, განსაკუთრებით კი „რადიკალური ოპოზიციის“ ნარატივი, თუმცა ბოლოს ბორელს ჰქონდა საშუალება, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოესმინა ის კონტრარგუმენტები, რითაც ჩვენ ოპოზიციას ვუპირისპირდებით," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


სეფაშვილის თქმით, ჯოზეფ ბორელს მიეცა საშუალება, ყველა პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრებები მოესმინა საქართელოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.


„ჯოზეფ ბორელს ჰქონდა საშუალება, მოესმინა ყველა პოლიტიკური ჯგუფის თუ პარტიის წარმომადგენლის შეხედულება ევროინტეგრაციის პროცესზე.

რა თქმა უნდა, აქ სიახლე არ ყოფილა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე ვიცით ოპოზიციის, განსაკუთრებით კი „რადიკალური ოპოზიციის“ ნარატივი, თუმცა ბოლოს ჰქონდა საშუალება, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოესმინა აგრეთვე, ის კონტრარგუმენტები, რითაც ჩვენ ვუპირისპირდებით „რადიკალური ოპოზიციის“ ყალბ და მანიპულაციურ მოსაზრებებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მე ყალბ და მანიპულაციურში ვგულისხმობ იმას, ვითომ რომ უნდათ კანდიდატის სტატუსი და სინამდვილეში თავიანთი მესიჯებით და ქმედებებით პირიქით, ყველანაირად ეწინააღმდეგებიან," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში გამართა შეხვედრა, რომელშიც "ხალხის ძალის" წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი მონაწილეობდა.