გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: ვიმედოვნებ, ჯოზეფ ბორელი პირისპირ შეხვედრების შემდეგ დარწმუნდა იმაში, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად და ახლა ჯერი მათზეა

8-09-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში, ჯოზეფ ბორელის ვიზიტს გამოეხმაურა.


როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, საქართველოს ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს სტატუსი ეკუთვნოდა შარშანაც, თუმცა ეს არ მოხდა.


„ევროკომისიის ვიცე -პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში. ვიმედოვნებ, ჯოზეფ ბორელი პირისპირ შეხვედრების შემდეგ დარწმუნდა იმაში, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად და ახლა ჯერი მათზეა. საქართველოს ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს სტატუსი ეკუთვნოდა შარშანაც, თუმცა, სამწუხაროდ ეს არ მოხდა. სტატუსის მონიჭება ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მჯერა, ევროპა ამჯერად რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.


რაც შეეხება თორმეტი პუნქტის შესრულებას, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ხელისუფლების ნებაზე. აქ უდიდესი როლი თავად ევროპას აკისრია და ალბათ შესაბამისი მოთხოვნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ოპოზიციასთან შეხვედრის დროს ექნებოდა. ასევე, არასამთავრობო სექტორთან მიმართებითაც. თუკი მივდივართ ევროპულ გზაზე, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმაც უნდა აიღოს. მუდმივად დესტრუქციულ რეჟიმში მუშაობა შედეგზე ვერ გაგვიყვანს. ველით გადამწყვეტ ეტაპს საქართველო-ევროპის ურთიერთობებში. ან მივიღებთ სტატუსს და ვაგრძელებთ ჩვენს ისტორიულ ოჯახთან თანაცხოვრებას ან კიდევ ერთხელ სტატუსის არმოცემით და სახელმწიფოებრივი შეურაცხყოფით, ევროპა მიიღებს ქართველი ხალხის სერიოზულ განაწყენებას.


არჩევანი მათზეა! ქართველი ხალხი არც უსინათლოა და არც სმენადაქვეითებული, ყველაფერს კარგად ხედავს და ყველაფერი კარგად ესმის!“, -წერს ხუნდაძე.