8-09-2023
აქვე მინდა გითხრათ ბატონო ჯოზეფ, ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული სამოქმედო გეგმა.
„აქვე მინდა გითხრათ ბატონო ჯოზეფ, ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია. ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა კონსულტაციები ევროკომისიასთან. მე პირადად მქონდა საუბარი ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ გავითვალისწინეთ მატი რეკომენდაციები ჩვენ არ მივიღეთ კანონი. ამის ნაცვლად ჩვენ ვმუშაობთ და ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას", - განაცხადა პრემიერმა.