გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯოზეფ ბორელი: სანქციებისგან გვერდის ავლასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს, ეს ხაზგასმით უნდა იყოს ნახსენები

8-09-2023

სანქციებისგან გვერდის ავლასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს, ეს ხაზგასმით უნდა იყოს ნახსენები,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში უნდა იყოს.


„მე გავიგე, რომ თქვენ მეკითხებოდით მრავალ ფაქტორზე საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მიმართულების მიღმა, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ შემთხვევებს, რომელიც საქართველოში მოხდა, რომელზეც მე პირადად პასუხს ვერ გაგცემთ. ასევე, თქვენ ბრძანეთ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. ამაზე პასუხი მარტივია. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ესეთი მცდარი ხმები ვრცელდება იმიტომ, რომ ეს ქმნის პრობლემას. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს, რომ უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში.


რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება თანხვედრას ჩვენს პოლიტიკასთან. ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს, რომელზეც ჩვენ ვცდილობთ შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები, ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან, რომ ჩვენი პოზიციის თანხვედრი იყოს მათი პოზიცია იმიტომ, რომ როცა კანდიდატები გახდებიან წევრი სახელმწიფოები, მათაც შეძლონ იგივეს კეთება იმიტომ, რომ თავსებადი იყოს მათი პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა, ჩვენ გვქონდა პრემიერ-მინისტრთან ამაზე საუბარი და თავაზიანად ვახსენეთ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. გიდასტურებთ, ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს. ეს მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან გვერდის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იქნეს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თანხვედრაში და ყველა ქვეყნის მოთხოვნაც ეს არის",- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.