გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2024    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას

8-09-2023

რაც შეეხება ჩემს პროგნოზს. თქვენი კითხვა იყო, თუ როგორი განცდა დამრჩა ამ საუბრებიდან. მე, რა თქმა უნდა, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო და არ მინდა ჩემი მოლოდინები საჯაროდ გითხრათ ახლა, გაგიზიაროთ, მე ვისურვებდი, რომ დაველოდოთ ჩვენ ერთად. მინდა კიდევ ერთხელ იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენს არასდროს არ მოგვითხოვია იმაზე მეტი, რასაც ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


პრემიერის თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით, ბოლო 10 წელიწადში.


„შარშან, რა თქმა უნდა, როდესაც მიიღო სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად, მე ასე ვიტყოდი, მე ამას ვეძახი ბონუსს, ვინაიდან ჩვენ, კარგად ვიცით ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობა, სიტუაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ ვედრებით, მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება. მე ახლაც მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ, მოლდოვას მიმართ, მაგრამ მათ მიეცათ ავანსად სტატუსი და უთხრეს, რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები. ჩვენს შემთხვევაში იყო პირიქით, გვითხრეს, რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და მერე მოგცემთ ამ ავანსს, თუ ასე ვთქვათ, სტატუსს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო საკმაოდ სამწუხარო.


ვფიქრობთ, ეს იყო უსამართლო, იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით, ბოლო 10 წელიწადში და ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ დღესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანა, იგივე მედია თავისუფლების მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლოს რეფორმა, ეკონომიკის განვითარება, ყველა მიმართულებით სოციალური პოლიტიკა, თუ იგივე მთავრობის გამჭვირვალობა, ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე ადგილზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.