გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მითუმეტეს და განსაკუთრებით მინდა, მძაფრად აღვნიშნო არსებული სიტუაცია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

8-09-2023

დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მითუმეტეს და განსაკუთრებით მინდა, მძაფრად აღვნიშნო არსებული სიტუაცია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.


„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მითუმეტეს და განსაკუთრებით მინდა, მძაფრად აღვნიშნო არსებული სიტუაცია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას წაახალისებს, ქართველ ხალხს დაუფასებს და ჩვენს მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას, მთლიანად ყველას იმ ერთგულებას, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი საქმით და ჩვენი ძალიან მტკიცე მოწოდებით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ევროკავშირს. ეს არის ჩემი პასუხი. რა თქმა უნდა, მე სხვა პროგნოზებზე არ მინდა საუბარი. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.