გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო დღეს არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი არ არის, ჩვენი ქვეყანა დღეს მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, მისი დაცვით, გააზრებით და გათვალისწინებით

8-09-2023

საქართველო დღეს არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი არ არის, ჩვენი ქვეყანა დღეს მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, მისი დაცვით, გააზრებით და გათვალისწინებით,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი არაღიარების პოლიტიკაა და იმ რეზოლუციებს და განცხადებებს, რომელსაც ქვეყნა არ უერთდება, ეროვნული ინტერესები განაპირობებს.


„თქვენ ახსენეთ და კითხვის ავტორმაც ამაზე გააკეთა აქცენტი, ზოგადად ჩვენი მხარდამჭერი, რეზოლუციების მიმართ გაკეთებული მხარდაჭერა და თქვენ ახსენეთ კონკრეტული პროცენტი, რომელზეც ჩვენ ვართ დღეს. ეს არის 43% დაახლოებით. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, ჩვენს მეგობრებს, რომ საქართველო დღეს არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის. ჩვენი ქვეყანა დღეს მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, ამის დაცვით, გააზრებით და გათვალისწინებით.


ჩვენი ქვეყანა, შეგახსენებთ, რომ არის ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენ არაღიარების პოლიტიკა გვაქვს განსაზღვრული, როგორც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, შესაბამისად, იმ რეზოლუციებს და განცხადებებს, რომელსაც ჩვენ არ ვუერთდებით, სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას. ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, საფრთხეებს, რისკებს ვზომავთ და მხოლოდ ეს მოტივაცია გვაქვს, დამერწმუნეთ. სხვა შემთხვევაში, რაც უკავშირდება ზოგადად საკითხებს, რუსეთის შეჭრას უკრაინაში, სხვა საკითხებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ჩვენ სრულად ვუერთდებით და ვართ ერთ აზრზე ევროკავშირთან ერთად. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 500 ზე მეტ რეზოლუციას შევუერთდით მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.